კონტაქტი

Live in Kazbegi • იცხოვრე ყაზბეგში🏡

გაეცანით ხშირად დასმულ შეკითხვებს

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

მშენებლობის ფასი დამოკიდებულია მის მოცულობასა და მდებარეობაზე, ასევე თუ რა მდგომარეობაში გნებავთ პროექტის მიღება – შავი კარკასი, მწვანე კარკასი თუ სრული რემონტით

ჩვენი კომპანია გთავაზობთ კეთილმოწყობილ საცხოვრებელ უბნებში სახლებს და აპარტამენტებს, ასევე თქვენს საკუთარ მიწაზე ინდივიდუალური სახლის აშენებას (პროექტი საჩუქრად)

არ არის აუცილებელი თქვენ გქონდეთ გამზადებული არქიტექტურული ნახაზები, საჭიროა მხოლოდ ზოგადი ინფორმაციის მოწოდება, თუ რა ტიპის შენობა გნებავთ, რის შემდეგაც ჩვენი არქიტექტორი შეიმუშავებს უშუალოდ თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ პროექტს

პროექტირების ფასი დამოკიდებულია უშუალოდ თქვენს მოთხოვნებზე.
ჩვენთან აშენების შემთხვევაში პროექტის გაკეთება ხდება საჩუქრად. ამაში შედის, როგორც არქიტექტურული ნახაზები, ასევე 3D ვიზუალიზაცია (ArchiCAD)

მშენებლობის ვადები დამოკიდებულია პროექტის მოცულობაზე და ზოგ შემთხვევაში მეტეოროლოგიურ პირობებზე.

საორიენტაციოდ შეგვიძლია გითხრათ, რომ 150 მ2 სახლის მშენებლობის (სრული რემონტით) მიახლოებითი ვადა არის 6 თვე.

ასევე, შესაძლებელია პროექტის სპეციალურ ვადებში განხორციელება. მაგალითად წარმოგიდგენთ ჩვენს რამდენიმე პროექტს:

  • 140 მ2 სახლის მშენებლობა ყაზბეგში სრული რემონტით და ავეჯი/ტექნიკით დასრულებულია 4 თვემდე ვადაში;
  • 600 მ2 ფართობის, 10 ოთახიანი სასტუმროს მშენებლობა სრული რემონტით და ავეჯი/ტექნიკით დასრულებულია 8 თვეში.

დეტალებისთვის დაგვიკავშირდით (+995) 511 144 677

მიმდინარ პერიოდში ჩვენს მიწაზე გვაქვს 2 საცხოვრებელი პროექტი:

  1. სახლი ყაზბეგში – ინდივიდუალური სახლები 520 მ2 ეზოთი კეთილმოწყობილ გარემოში (იხ. ბმული)
  2. დევდარაკის აპარტამენტები  –  პირველი საცხოვრებელი კომპლექსი დაბა სტეფანწმინდაში, რომელიც შედგება 3 სამ სართულიანი შენობისგან (იხ. ბმული)

ჩვენ ვაშენებთ ყაზბეგში, გუდაურში, თბილისსა და მის შემოგარენში +40კმ. 
ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია სხვა ტერიტორიებზე მშენებლობაც

ჩვენი კომპანია იყენებს მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალას, რაც ყოველი პროექტის პირობებში დასტურდება შესყიდვების დოკუმენტის წარდგენით, რომელიც ავტომატურად იტვირთება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა 24/7-ზე რეჟიმში, პირდაპირი ეთერით ადევნოს თვალყური სამშენებლო პროცესს, რაც მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით კითხვებს აღმოფხვრის.

ჩვენი გუდი მრავალი წელია მოღვაწეობს სამშენებლო სფეროში და წარმატებით აქვს განხორციელებული ათეულობით პროექტი (როგორც ინდივიდუალური, ასევე ბიზნეს პროექტი), რომელთა ჯამური ფართობი 13 500 მ2-მდეა. 

ჩვენი სამშენებლო დეველოპერული კომპანია აშენებს, როგორც პატარა სახლებს, ასევე დიდ პროექტებს.

ჩვენს გუნდს განხორციელებული აქვს 7 B2B პროექტი, რომელშიც შედის, როგორც 20 ნომრამდე სასტუმროები, ასევე რესტორნები და  სხვადასხვა დანიშნულების კომერციული სივრცეები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ, როგორც ინტერიერის დიზაინის შემუშავებას, ასევე უშუალოდ შენობის აღჭურვას ავეჯი/ტექნიკით 

მოგვწერეთ

დაგვიკავშირდით

მდებარეობა

თბილისი
ყაზბეგი

სამუშაო საათები

24/7

გამოიწერეთ ჩვენი გვერდები