ჩვენს შესახებ

pexels-karolina-grabowska-4977399

ჩვენი ისტორია

ჩვენი სამშენებლო გუნდი უკვე მრავალი წელია მშენებლობის სფეროში აქტიურად მოღვაწეობს. 2021 წელს გადავწყვიტეთ ჩვენი საქმიანობა გაგვეერთიანებინა 1 ბრენდის ქვეშ, სწორედ ამიტომ დავაარსეთ გამოცდილი და მაღალი პროფესიონალების გუნდისგან შემდგარი კომპანია Live In Kazbegi • იცხოვრე ყაზბეგში🏡 რომელიც აწარმოებს კეთილმოწყობილი საცხოვრებელი დასახლებების მშენებლობას. ამას გარდა მომხმარებელს ვთავაზობთ მშენებლობასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს, რაც ითვალისწინებს, როგორც უშუალოდ მშენებლობას, ასევე პროექტირებას, დიზაინს და სხვა დამატებით მომსახურებებს. საქმიანობის ძირითადი ტერიტორიული არეალი არის მცხეთა-მთიანეთი, თბილისი და მისი შემოგარენი.

ჩვენს სამშენებლო გუნდს დიდი გამოცდილება აქვს, როგორც კერძო სახლების, ასევე კომერციული დანიშნულების მქონე ფართების მშენებლობის კუთხით. აშენებული გვაქვს არაერთი სასტუმრო და სარესტორნო ობიექტი, შესაბამისად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ B2B სექტორში.

რას გთავაზობთ

ჩვენი კომპანია გთავაზობთ მრავალფეროვან სამშენებლო სერვისს, რომელიც გამოირჩევა ხარისხით, დროის მენეჯმენტით და კრეატიული ხედვით

video-bg-1.jpg

მონოლითური კონსტრუქცია

საქართველოში ყველაზე გავრცელებული მონოლითური კონსტრუქცია, რომელიც შედგება რკინაბეტონის მზიდი მასისგან

steel_construction_technology

რკინის კუნსტრუქცია

რკინის მსუბუქი კონსტრუქცია უკვე ფართოდ გამოიყენება საქართველოში. მისი ძირითადი უპირატესობებია სწრაფი მშენებლობა და მცირე წონა, რაც საუკეთესო ვარიანტია დაშენების და მიუვალ ადგილებზე მშენებლობისთვის

1838158_pw210619_construction_shutterstock_1039121731_credsculpies_961132

მაღალი ხარისხი

ჩვენი კომპანია იყენებს მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალას, რაც ყოველი პროექტის პირობებში დასტურდება შესყიდვების დოკუმენტის წარდგენით

jobsite-security-dec-3-insert-2

ვიდეო კონტროლი 24/7

სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა 24/7-ზე რეჟიმში, პირდაპირი ეთერით ადევნოს თვალყური სამშენებლო პროცესს, რაც მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით კითხვებს გააქრობს

12558577-3d-plan-drawing

ინფრასტრუქტურის გათვალისწინება

მაღალი სტანდარტის შენარჩუნების მიზნით, პროექტირების ეტაპზე, წინასწარ მაქსიმალურად გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული რესურსები, როგორიცაა წყალმომარაგება, კანალიზაცია, გზები, საპარკინგე ადგილები და სხვა...

Construction-Project-Management

ინდივიდუალური მიდგომა

მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ყველა პროექტი განსხვავდება ერთმანეთისგან, შესაბამისად, მაღალი ხარისხის შენარჩუნების მიზნით ჩვენი გუნდი ინდივიდუალურად უდგება ყველა პროექტს და ამუშავებს ოპტიმალურ ვარიანტს

საოცნებო სახლი შენდება აქ

არ გადადოთ ოცნებები შორს, ჩვენ დაგეხმარებით